суббота, 10 января 2009 г.

ფრანგების უბანი

მე ედუკა თამარაშვილი ვარ. ვცხოვრობ გორში, დარიალის ქუჩაზე. წლების წინ ამ ადგილას ბაღები ყოფილა გაშენებული, შემდეგ ქუჩა გაუყვანიათ და სახლებიც აშენდა. ჩვენს უბანში ბევრი კათოლიკე ცხოვრობს, ამის გამო ფრანგების უბანს ეძახიან. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტეანები ვართ, მაგრამ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს კათოლიკეებთან.
ჩვენი სახლი აშენებულია 1985 წელს პაპაჩემის მიერ, მას მშენებლობაში ეხმარებოდნენ თავის მამა, ძმა, ნათესავები მეზობლები. ჩვენს უბანში სულ საკუთარი სახლები დგას. მეზობლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.